16 სექტემბერი 2019,   19:20
ვრცლად
მუნიციპალური და სახიფათო ნარჩენების გადამუშავება - თბილისში 200-ზე მეტი სპეციალისტი შეიკრიბა 

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება მუნიციპალური და სახიფათო ნარჩენების გადამუშავების პროცესში - ამ თემების განსახილველად თბილისში 200-ზე მეტი სპეციალისტი შეიკრიბა. მათ შორის არიან სხვადსხვა უწყების, სამოქალაქო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

„წარმოების გაფართოებული ვალდებულება ეხება სპეციფიკურ ნარჩენებს. ეს არის სხვადასხვა ნაკადი. მაგალითად, შეფუთვის ნარჩენები, როგორიც არის პლასტმასი, მუყაო, ქაღალდი და ა.შ. თითოეულ ამ ნაკადზე სამინისტრომ შეიმუშავა, ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ევროკავშირის დახმარებით, შვედეთის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით საკანონმდებლო აქტები, კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც დარეგულირდება ამ ნაკადებთან დაკავშირებული მართვის საკითხები,“ - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმქ მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ.

დღის ამბები