17 სექტემბერი 2019,   15:29
ვრცლად
საქართველოს პრემიერი ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერმინისტრი ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილეობს. მამუკა ბახტაძე მერიაში საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა. მიღება ფრანკფურტის მერის, პეტერ ფელდმანის სახელით გაიმართა.

„საქართველოს ღირსეული წარმოჩენა ამ სფეროში ევროპის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ქვეყანას, ხელს შეუწყობს საქართველოში საგამომცემლო სექტორისა და წიგნის ინდუსტრიის განვითარებას. საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაზრდას, საქართველოს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ამ, მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 ბაზრობა ყოველწლიურად ოქტომბერში იმართება. მასზე მწერლები, ავტორები, გამომცემლები და ლიტერატურის მოყვარულები იკრიბებიან.

დღის ამბები