20 ივნისი 2019,   18:13
ვრცლად
მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი საპატრიარქოსა და მმართველ გუნდს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა

მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტი პარლამენტსა და საპატრიარქოს შორის დაპირისპირების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.

პატრიარქის მოსაყდრე შიო ამბობს, რომ ეკლესია მარიხუანის კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის საკითხის არა გადადებას, არამედ გამოწვევას ელოდებოდა.

დღეს ეკლესიამ ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააფრთხილა და თქვა, რომ არ არსებობს არგუმენტი, რომელიც სასულიერო პირებს მარიხუანას პლანტაციების გაშენების აუცილებლობაში დაარწმუნებს. თუ ხელისუფლებას მარიხუანას ბიზნესის კეთებას არ გადაიფიქრებს, მაშინ სასულიერო პირებს რადიკალური პოზიცია ექნებათ - ასეთია საპატრიარქოს პოზიცია.

მღვდელმთავრებს დღეს შს მინისტრმა უპასუხა.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ეს გადაწყვეტილება მისაღები იქნება. გახარია საპატრიარქოს მოლაპარაკებებს სთავაზობს.

გადაწყვეტილება კანაფის კულტივაციის კანონპროექტის 2 თვით გადადების შესახებ, მმართველმა პარტიამ გუშინ ბიუროს სხდომაზე მიიღო. "ქართულ ოცნებაში" არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კანონპროექტზე მუშაობა გართულდება. 2-თვიან პაუზას კი საპატრიარქოსა და კანონპროექტის მოწინააღმდეგეებთან კონსულტაციებისთვის გამოიყენებენ.

ოპოზიცია კი „ოცნებას“ ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს. 

დღის ამბები