23 სექტემბერი 2019,   01:15
ვრცლად
„არ ვიცი, ამის შემდეგ რა რჩება. ალბათ, კედელთან მიგვაყენებენ და დაგვხვრეტენ“ - სულხან სალაძე

"ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემებისგან სცადა ყურადღების გადატანა," - ასეთია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასება ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ ნიკა გვარამია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან ფაშისტები.

ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამია "ფაშისტად" მას შემდეგ მოიხსენია, რაც რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ფეისბუკის  საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ყველა ის პირი, ვინც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია დააფინანსა, საზოგადოებისგან უნდა იყოს გარიყული. მან ამავე კონტექსტში მოიხსენია არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებმაც არ ჩათვალეს, რომ ნიკა გვარამია მოქალაქეებს ემუქრება.

სულხან სალაძე აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც მესამე სექტორი საუბრობს იმ მძიმე პრობლემებზე, რომელიც ელიტურ კორუფციას და ბიზნესრეკეტს ეხება, ირაკლი კობახიძე საუბრობს ისეთ მარტივ თემაზე, როგორიც არის ნიკა გვარამიას ფეისბუკპოსტი.

სულხან სალაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა იყოს მესამე სექტორი დიალოგში ხელისუფლებასთან, როდესაც, ფაქტობრივად, პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა უნდა თქვან და რა არა.

„არ ვიცი, ამის შემდეგ რა რჩება. ალბათ, კედელთან მიგვაყენებენ და დაგვხვრეტენ,“ - განაცხადა სულხან სალაძემ

დღის ამბები