17 დეკემბერი 2018,   07:59
ვრცლად
რუსეთის საპატრიარქო კონსტანტინეპოლს უფლებების გადამეტებაში ადანაშაულებს

რუსეთის საპატრიარქო კონსტანტინეპოლს უფლებების გადამეტებაში ადანაშაულებს. პატრიარქ კირილეს განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართოლომე, ძალაუფლების მოხვეჭისკენ ისწრაფვის.

რუსეთის პატრიარქის მტკიცებით, განხეთქილება კონსტანტინეპოლის პატრიარქთან, უკრაინაში ბართოლომეს არასწორი ქმედებების გამო წარმოიშვა.

მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და კიევში ეგზარქოსები მიავლინა.

დღის ამბები