დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთის ხელისუფლებას, საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებს სთხოვს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ის უკვე შეხვდა დიდ ბრიტანეთში საუდის არაბეთის ელჩს და გააფრთხილა, რომ თუკი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების შესახებ სიმართლეა, ოფიციალური ლონდონი ამ ინციდენტს ძალინ სერიოზულად მოეკიდება.
ჟურნალისტი, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა, გასულ კვირას, საკონსულოს შენობაში შესვლის შემდეგ არავის უნახავს. საუდის არაბეთის ხელისუფლება ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.