25 აპრილი 2024,   10:06
ვრცლად
ფასების ზრდა და ლარის კიდევ უფრო გაუფასურება - ექსპერტებმა 2019 წლის ბიუჯეტში საგანგაშო ტენდენციები ამოიკითხეს

ფასების ზრდა და ლარის კიდევ უფრო გაუფასურება - ექსპერტებმა 2019 წლის ბიუჯეტში საგანგაშო ტენდენციები ამოიკითხეს.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდი გათვლას ლარის ახალ ნიშნულზე აკეთებს - ერთი ლარის ღირებულება დოლართან მიმართებაში ბიუჯეტში 2,63 ლარი ფიქსირდება.

ექსპერტები ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ელოდებიან.

ანალიტიკოსების თქმით, ლარი შესაძლოა, 2.72 ლარამდე გაუფასურდება, რაც იმპორტირებულ პროდუქციისა და მედიკამენტების გაძვირებას გამოიწვევს.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ფასები ენერგომატარებლებზეც გაიზარდოს.

„ლარის კურსი ზეგავლენას ახდენს იმპორტირებული პროდუქციის ფასზე, თუ ჩვენ მას დოლარში ვყიდულობთ. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში თუ არის 2.61, ჩვენ 100 დოლარის შესაძენად გაცილებით მეტი ლარი გვჭირდება და ამიტომ ჩვენ იმპორტირებული პროდუქტი გვიძვირდება. ამას ჩვეულებრივი მოსახლეობა პირველადი მოხმარების საგნებზე გრძნობს განსაკუთრებით და მედიკამენტებზე,“- განაცხადა ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ.

დღის ამბები