23 აპრილი 2024,   20:37
ვრცლად
"ყველაფერს გააკეთებენ, რომ თუ დარღვევები იქნება, ეს დარღვევები აუცილებლად დაფიქსირდეს"- ნინო ბურჯანაძე "ეუთოს" სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, "ეუთოს" სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.

ნინო ბურჯანაძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„დეტალურად ჩავაყენე ბატონი ელჩი საქმის კურსში იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს საარჩევნო გარემოში, არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობაში, არამედ რეალურ ვითარებაში, რომელიც არის საქართველოში. იმ ფარსის შესახებ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების სახით დღეს საქართველოში მიმდინარეობს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თუ რაიმე დარღვევები იქნება, ეს დარღვევები აუცილებლად დაფიქსირდეს.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საბოლოო ანგარიშს, სრული საარჩევნო პროცესის შესახებ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, არჩევნების დასრულების შემდეგ წარადგენს.

„უნდა გაგაწბილოთ, რადგან ამ ეტაპზე შეფასებას ვერ გავაკეთებთ. როგორც წესი ვხვდებით არა მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატებს, არამედ სხვა მნიშვნელოვან ფიგურებსა და სტრუქტურების წარმომადგენლებს. მინდა გითხრათ, რომ ამ კვირის ბოლოს ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ პერიოდისთვის არსებულ ანგარიშს, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მოცემული.“ - განაცხადა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, გერტ-ჰინრიხ არენსმა.

დღის ამბები