16 აპრილი 2024,   16:49
ვრცლად
არტისტულ ნიჭზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ სინდის-ნამუსის დეფიციტს ნამდვილად განიცდის - "ომეგა ჯგუფის" დირექტორი ყიფიანის ჩვენებაზე

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ბოდვას უწოდებს ლევან ყიფიანის ჩვენებას, რომელიც თბილისის პროკურატურამ გამოაქვეყნა.

სკანდალური აუდიო ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ლევან ყიფიანი ჩვენებაში ჰყვება, რომ ჩანაწერები ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით მომზადდა და იმის გამო, რომ ის მითითებებს კარგად ვერ ასრულდება,  "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი მას არტისტიზმს უწუნებდა.

ლევან აღდგომელაშვილი აცხადებს, რომ ტყუილია ის ინფორმაცია, თითქოს ჩანაწერების გაკეთება ზაზა ოქუაშვილის სურვილი იყო.

„ეს არის მონაბოდი. არავის არ სჭირდება მით უმეტეს თუ მას არტისტული ნიჭის დეფიციტი აქვს არავის არ დასჭირებოდა აბსოლუტურად მისი მსგავსი განცხადებები გაკეთება და ჩაწერა შემდეგ. არტისტულ ნიჭზე ვერაფერს მოგახსენებთ მაგრამ სინდის- ნამუსის დეფიციტს ნამდვილად განიცდის ეს ადამიანი. ეს ჩანს უკვე მისი  ბოლო საჯაროდ გაკეთებული განცხადებიდან,“-განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა

დღის ამბები