16 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
გენერლის მკვლელობის საქმე - გიორგი ჭანტურიას ადვოკატებმა სხდომაზე სასამართლოს აცილების შუამდგომლობა დააყენეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა - ბრალდებულმა გიორგი ჭანტურიამ მომდევნო სასამართლო სხდომაზე უნდა განაცხადოს, წინააღმდეგია თუ არა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. 

ჭანტურიას ადვოკატებმა კი დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს აცილების შუამდგომლობა დააყენეს. მათი განმარტებით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის საშუალება მათ წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ არ მისცა, არსებითი განხილვის სასამართლო კი არ არის უფლებამოსილი ეს საკითხი გადაწყვიტოს.

ადვოკატები წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს პროცედურულ დარღვევებში ადანაშაულებენ და მისი გადაწყვეტილების შეფასებას არსებითი განხილვის სხდომის მოსამართლისგან ითხოვენ.

სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს. გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 8 თვის შემდეგ დააკავეს. 

დღის ამბები