19 აპრილი 2024,   10:55
ვრცლად
ხელისუფლების დისკრიმინაციული გადაწყვეტილება შშმ პირების მიმართ - მომავალი წლიდან პენსია მეორე ჯგუფის გარდა ყველას გაეზრდება 

ახალი წლიდან ასაკით პენსიონერები 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ. იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და პირველი კატეგორიის პირების დახმარებაც. თუმცა ეს არ შეეხება მეორე ჯგუფს. მათი დახმარება კვლავ  100 ლარი დარჩება.  

ბავშვობიდან ყრუ და სმენადაქვეითებულთა დიდი უმრავლესობა სწორედ მეორე ჯგუფს მიეკუთვნება. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თვლიან, რომ სხვებთან არათანაბარ პირობებში არიან.

რატომ ვერ გამოძებნა ხელისუფლებამ თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირისთვის, მთავარ კითხვად რჩება ოპოზიციისთვის. შშმ პირებისთვის ფული ვერ მოძებნეს თუმცა მომავალ წელს მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელფასო ფონდი 6 მილიონი ლარით გაიზრდება.

შეკითხვები ბიუჯეტის ავტორებთან საპარლამენტო უმრავლესობაშიც აქვთ. დეპუტატი რატი იონათამიშვილი თვლის, რომ მეორე კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს და სხვებთან ერთად დახმარება მათთვისაც უნდა გაიზარდოს.

დღის ამბები