25 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
"ოცნების" ფავორიტის არასაოცნებო წარსული - ერთ დროს ქართულ ინტელიგენციასთან დაპირისპირებული ზურაბიშვილი დღეს მათ მხარდაჭერას სთხოვს

"ქართული ოცნების" ფავორიტის არასაოცნებო წარსული - მმართველი პარტიის მხარდაჭერის სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილი ყოფილ მოწინააღმდეგეებს გაურიგდა. მათ შორის იმათაც, ვის გვერდზე დგომაც ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს არასდროს უნდოდა. 

„კურიერის“ არქივმა შემოინახა 11 წლის წინანდელი შეხვედრის კადრები, სადაც მთავრობიდან გაშვებული მინისტრი საზოგადოების გამორჩეულ სახეებს პოლიტიკურ ერთიანობაზე უარს ეუბნება.

11 წლის წინ, ჭადრაკის სასახლეში შეკრებილებისთვის ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის მარიკა ლორთქიფანიძეს უნდა მიემართა. აკადემიკოსი უკვე სცენაზე იდგა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მიკროფონთან მოულოდნელად მივიდა და ინტელიგენციას დაუპირისპირდა.

სალომე ზურაბიშვილმა დარბაზი დემარშით დატოვა და მაშინდელი ოპოზიციის მხარდასაჭერად მისულ ინტელიგენციას საბჭოთა გადმონაშთი უწოდა.

მაშინ, ჭადრაკის სასახლეში მყოფ, დემარშით წასული სალომე ზურაბიშვილის საქციელის გამო შეშფოთებულ საზოგადოებას ნინელი ჭანკვეტაძე ამშვიდებდა და „საქართველოს გზის“ ლიდერს უპირისპირდებოდა.

11 წლის შემდეგ ნინელი ჭანკვეტაძეც და გოგი ქავთარაძე, რომელიც ჭადრაკის სასახლის შეხვედრას ესწრებოდნენ, დღეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები არიან.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ინტელიგენციას 11 წლის წინ დაუპირისპირდა და მათ პოლიტიკური პროცესებიდან გამიჯვნა მოსთხოვა, დღეს იგივე ხალხთან ერთად საპრეზიდენტო კამპანიას ატარებს.

ზურაბიშვილი საზოგადოების წარმომადგენლებს 5 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში შეხვდა და ჭადრაკის სასახლისგან განსხვავებით ისინი არ გაუკრიტიკებია, ამჯერად მან ინტელიგენციისგან არჩევნებში მხარდაჭერა ითხოვა. 

დღის ამბები