"ნაციონალური მოძრაობა" საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ დავით გაბაიძე სოლიდურ თანხას ხარჯავს რესტორნებში.
ათასობით ლარი მის მიერ იხარჯება მანქანის შესანახად და საწვავზე. ოპოზიციამ სახელფასო დოკუმენტაციაც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მთავრობის თავმჯდომარემ ხელფასის სახით დანიშვნიდან დღემდე 51 750 ლარი მიიღო.
დეპუტატი ამბობს, რომ ამ თანხის ფასი დავით გაბაიძეს რეგიონისთვის არაფერი გაუკეთებია.
„აქ არის კონკრეტულ ბრძანებებზე საუბარი, სადაც მაღალჩინოსნები რესტორნებში ხარჯავენ ბიუჯეტის თანხებს, მაშინ როდესაც მათ კოლოსალური ხელფასები და სხვადასხვა პრივილეგიები გააჩნიათ. მოვუწოდებ ბატონ გაბაიძეს, დადოს ეს მანდატი დადოს ეს ხელფასი და წავიდეს“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რევაზ ხარაზი.