20 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
„წერილის გაგზავნის საშუალება არ აქვს ბრალდებულს" - ადვოკატი ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულის უფლებების დაცვას ითხოვს

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობის მიღების ბრალდებით დაკავებული ბეჟან დეკანაძის ინტერესების დამცველი პატიმრის უფლებების დაცვას მოითხოვს.

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანაძეს აკრძალული აქვს ნებისმიერი კომუნიკაცია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურორის დადგენილებით ახსნეს.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს პატიმრის უფლების უხეში დარღვევაა და რეაგირებას ითხოვს.

„წერილის გაგზავნის საშუალება არ აქვს ბრალდებულს. ხმის გაგონების უფლება მოუსპეს ოჯახს, მე ვფიქრობ რომ ეს უკვე მარაზმშია გადასული“ -ამბობს შავაძე.

დღის ამბები