19 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
პენსიის ზრდა შესაძლებელია მინიმუმ 50 ლარით - ოპოზიცია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებს

პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ხმაურიანი განხილვაა მოსალოდნელი. მთავარ საფინანსო დოკუმენტს უმცირესობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარადგენს.

ოპოზიცია თითქმის ყველა მნიშვნელოვან პარამეტრს აპროტესტებს.

დეპუტატები ამბობენ, რომ პროექტი წინა წლის საფინანსო დოკუმენტის იდენტურია და ის საზოგადოების ინტერესებზე მორგებული არ არის. "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პენსიის გაზრდა 50 ლარით არის შესაძლებელი.

"მთავარი პუნქტი არის ის, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, რომ მოხდეს ეკონომიკური ზრდა.  მეორეს მხრივ ფული რაც შემოვა ბიუჯეტში ეს სოციალურ ხარჯებს უნდა მოხმარდეს"-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები