24 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
ჯო ბაიდენი აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს

შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ლონდონში, ჩეტემ ჰაუსში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უამრავი კანდიდატია დემოკრატიულ პარტიაში, რომლებსაც საგარეო პოლიტიკა დონალდ ტრამპზე უკეთ ესმით. ჯო ბაიდენმა შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით ვაშინგტონი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენითაა დაინტერესებული, რადგან ბრექსიტი შეასუსტებს ორივე მოკავშირის გავლენას კონტინენტზე.

დღის ამბები