16 ოქტომბერი 2018,   13:09
ვრცლად
ფლორიდის სანაპიროს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთმა უძლიერესმა შტორმმა, "მაიკლმა" გადაუარა

ფლორიდის სანაპიროს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთმა უძლიერესმა შტორმმა "მაიკლმა" გადაუარა.

მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის სიჩქარე საათში 250-თ კილომეტრს აღწევდა. სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ქარიშხლის გამო ფლორიდაში, ალაბამასა და ჯორჯიის შტატებში 500 ათასამდე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

"მაიკლი" ამ დროისთვის უკვე შესუსტდა და ტროპიკულ შტორმად ჩამოყალიბდა.

სტიქიის ზონაში სკოლები და საჯარო დაწესებულებები კვირის ბოლომდე დახურული დარჩება.

დღის ამბები