ირლანდიური როკ ბენდის "იუ-თუს" სოლისტს ევროპარლამენტში უმასპინძლეს. ბონო ბრიუსელში უწყების პრეზიდენტს ანტონიო ტაიანის შეხვდა. მოლაპარაკების დროს მათ აფრიკის ქვეყნების განვითარებისთვის ევროპული ინვესტიციების საკითხი განიხილეს.
ბონო იმ გლობალური კამპანიის ერთ-ერთი დამაარსებელია, რომელიც აფრიკის კონტინენტზე უკიდურესი სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.