20 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
ვანო ჩხარტიშვილი ციხეში უნდა დალპეს - შალვა ნათელაშვილი

ვანო ჩხარტიშვილი ციხეში უნდა დალპეს,- ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. ოპოზიციის წარმომადგენელი „ომეგა ჯგუფის“ საქმეში ახალ სკანდალურ ჩანაწერებს  გამოეხმაურა, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.

შალვა ნათელაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევაზე მიუთითებს.

„ის, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს განხორციელდა კრემლიდან ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალება, არავინ საღად მოაზროვნე არ ეჭვობდა. უბრალოდ ახლა ეს კულუარები გახდა ხელმისაწვდომი და ყველა სიბინძურის სათავეში, კულუარებში დგას ჩვენი ანაბრების მიმთვისებელი, ქართველი ერის დაუძინებელი მტერი, ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც უნდა დალპეს ციხეში,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები