19 აპრილი 2024,   07:27
ვრცლად
"ქართული დროშა ფსოუზე და როკის გვირაბთან იქნება" - გრიგოლ ვაშაძე ოკუპაციის ხაზზე ღამის პატრულირებაში მონაწილეობდა

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ სოფელ ოძისში ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებთან ერთად, ღამის პატრულირებაში მონაწილეობდა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები დავით ქაცარავა და მისი მეგობრები საქართველოსთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

„ეს არის პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი, ვინც ასე გამოვიდა ღამის პატრულირებაზე, გაგვამაგრა და დადგა იქ, სადაც ალბათ მთელი საქართველო უნდა იდგეს. მე მართლა მადლობელი ვარ მისი და ძალიან მოხარული ვარ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს ბოროტება, რომელიც რამდენიმე ასეულ მეტრში ჩვენგან არის განლაგებული, რომ ერთად დავამარცხოთ,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება ოკუპანტის მიმართ დაყვავების პოლიტიკას აგრძელებს და ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას, პატრიოტი ადამიანები დგანან სახელმწიფოს სადარაჯოზე.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, უახლოეს მომავალში აუცილებელია საპატრულო ძალების გაძლიერება ოკუპაციის ხაზის გასწვრივ. 28 ოქტომბრიდან ხელისუფლების ჩანაცვლების შემდეგ პრინციპული და ეფექტური დიპლომატიის შედეგად მოხდება საქართველოს დეოკუპაცია.

„ოკუპაციის ხაზზე ვართ უკვე გამთენიისას და ერთი რაღაც მინდა ვთქვა. სანამ ჩვენ ქვეყანას დათო ქაცარავასავით ხალხი ჰყავს და ის ვაჟკაცები და ეს ქალბატონებსაც ეხება, ვინც მის გვერდზე დგანან, ამ ქვეყანას ვერაფერი ვერ მოერევა. ამ ადამიანებს რომ უყურებენ აი იქიდან, ეს ერთმორწმუნე სამხედრო ბაზა რომ არის, იმათაც იციან, რომ ვერ მოგვერევიან, ვერ გაგვტეხავენ და ეს ყველაფერი დამთავრდება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციით და ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ ქართული დროშა ფსოუზე და  როკის გვირაბთან იქნება. აუცილებლად მოხდება ეს და უმოკლეს ისტორიულ ვადებში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

დღის ამბები