24 აპრილი 2024,   01:07
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - კამათი ფრაქციის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის "ომეგას" საქმეზე დასმულ შეკითხვას მოჰყვა

"ომეგა ჯგუფის" საქმე პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ფრაქციის სხდომაზე, სადაც 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს განმარტებები სწორედ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე მოსთხოვეს, რასაც კამათი მოჰყვა.

„რატომ ვერ ხერხდება ამ გრაფიკის შეთავაზება ამ ჯგუფისთვის - იმიტომ რომ მაგალითისთვის მინდა მოგიყვანოთ ყაზტრანსგაზი, რომელსაც 96 მილიონი ჩამოეჭრა. ჩემთვის გასაგებია როდესაც საქმე ეხება შერჩევით სამართალს, ამას ხელისუფლება, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ იყენებს თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მაგრამ მე მაინტერესებს შერჩევით ვალების ჩამოწერა რა პრინციპით ხდება?,“-მიმართა ირმა ნადირაშვილმა გიორგი კაკაურიძეს, რაზეც კაკაურიძემ დეპუტატს უპასუხა, რომ ყაზტრანსგაზი არის გაცილებით მნიშვნელოვანი ობიექტი მთელი საქართველოსთვის ვიდრე ომეგა ჯგუფი, რადგან ის თბილისის გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვალი ჩამოწერილი არ არის და მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა სასამართლოში.

„ჰქონდა ყაზტრანსგაზ თბილისს არბიტრაჟში შეტანილი დავა. დაახლოებით 180 მილიონ დოლარზე იყო  დავა, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ კომპანიას ჰქონდა  შეტანილი. სახელმწიფოსგან ითხოვდა ამ თანხის დაბრუნებას და პლუს აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა მისი დამფუძნებელი კომპანიის ვალი და მხოლოდ  იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო დავა დასრულდება მორიგებით, ანუ არ გვექნება სახელმწიფოს არაფერი გადასახდელი და ასევე დამფუძნებელი კომპანია ჩამოაწერს იმ ვალს, რაც ჰქონდა, თუ ეს პირობები დაკმაყოფილდებოდა, მაშინ ჩამოეწერებოდა ის ვალი, რომელიც ჰქონდა საქართველოს მიმართ,“-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

თუმცა უმცირესობის წევრების თქმით ვალი "ყაზტრანსგაზს" უკვე ჩამოწერილი აქვს.

„დავა ისე "ომეგასაც" აქვს თქვენთან ბრიტანეთის სასამართლოში. იმ სასამართლოსი არ გეშინიათ, ანუ აქ წასაგები საქმე არის და ის არა?!,“-მიმართა გიგა ბოკერიამ გიორგი კაკაურიძეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით  „ომეგა ჯგუფს“ სახელმწიფოსთან დავა არ აქვს. 

დღის ამბები