16 ოქტომბერი 2018,   13:09
ვრცლად
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ახალი ეკიპაჟი კატასტროფას გადაურჩა

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ახალი ეკიპაჟი კატასტროფას გადაურჩა. ავარია ბაიკონურის კოსმოდრომიდან რაკეტა „სოიუზის“ გაშვების შემდეგ მოხდა.

აპარატს, რომელსაც რაკეტა ორბიტაზე უნდა გაეყვანა, ძრავი გაეთიშა, რის შემდეგაც ბორტზე მყოფი რუსი და ამერიკელი ასტრონავტი ყახაზეთში, ქალაქ ჟეზკაზ-განის მახლობლად, ავარიულად დაეშვნენ.

სამაშველო ჯგუფების ცნობით, ეკიპაჟის არც ერთ წევრს დაზიანებები არ აღენიშნება.

ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამეცნიერო ექსპერიმენტებზე მუშაობის მიზნით მომდევნო 6 თვე უნდა გაეტარებინათ.

1975 წლის შემდეგ, ეს „სოიუზთან“ დაკავშირებული პირველი ავარიაა. 

დღის ამბები