16 ოქტომბერი 2018,   13:08
ვრცლად
„თუ არ იცით რატომ დაიარება ქუმსიშვილის პროკურატურაში, მაშინ განვმარტავ" - აბესაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიმართავს

პარლამენტში, უმცირესობის ფორმატში 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრები რამდენიმე საკითხს აპროტესტებენ. მათ შორის იმას, რომ ახალი წლიდან არ გაიზრდება დევნილთა დახმარება, ასევე პენსია იმ შშმ პირთათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან მეორე ჯგუფს.

"ევროპულმა საქართველომ" მოითხოვა სახელმწიფომ გააჩეროს სტარტაპების პროგრამა, რომელიც მათი თქმით, შეიცავს კორუფციულ რისკებს.

„ძალიან ხშირად გვითქვამს, რომ ეს ტოვებდა კორუფციის და ნეპოტიზმის  ნიშანწყალს. თქვენ თუ იცით ახლა ბატონი ქუმსიშვილი რისთვის დადის  პროკურატურაში გამოკითხვებზე და რა შეკითხვებზე უწევს პასუხების გაცემა,“-მიმართა ირაკლი აბესაძემ კითხვით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რაზეც გიორგი კაკაურიძემ უპასუხა რომ მან ეს არ იცის და არც ინტერესდება.

„თქვენ თუ არ იცით რატომ დაიარება ქუმსიშვილის პროკურატურაში მაშინ მე საზოგადოებას შევახსენებ, იმიტომ რომ საზოგადოებამ იცის და თქვენთვის პირველად განვმარტავ, რომ ბატონ ქუმსიშვილს უწევს შეკითხვებზე პასუხების გაცემა იმიტომ, რომ სწორედ ამ პროექტების ფარგლებში, რომელიც თითქოს უნდა ხმარდებოდეს ბიზნესის განვითარებას, თანხებს ახმარდა საკუთარი ახლო  ნათესავების ბიზნესებს,“-განაცხადაირაკლი აბესაძემ.

გიორგი კაკაურიძე კი ამბობს, რომ თუ კი ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან ხდება რაიმე სახის გადაცდომა, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი პროგრამის ფარგლებში. 

დღის ამბები