25 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
"შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჩადენილი დანაშაული იყო ჯგუფური და მოტივირებული იყო სიძულვილით" - უფლებადამცველები საფაროვის მკვლელობაზე საუბრობენ

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს - ამის შესახებ თავად გარდაცვლილის კოლეგებმა ისაუბრეს.

ისინი მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით გაგრძელდეს.

„მოწმეების ჩვენებები და იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებიც ჩვენ პარალელურ რეჟიმში გამოვკითხეთ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჩადენილი დანაშაული იყო ჯგუფური და მოტივირებული იყო სიძულვილით, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შესაბამის ორგანოებს რომ მოხდეს ამ საქმის გადაკვალიფიცირება, რაც იქნება ადექვატური პასუხი ჩადენილი დანაშაულის საპასუხოდ“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩართულობისა და განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე აგიტ მირზოევი.

 

 

დღის ამბები