19 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
გვეშველება მაშინ, როდესაც რუსთავი დაიბრუნებს სამრეწველო დედაქალაქის სტატუსს - ნათელაშვილი ამომრჩეველს შეხვდა 

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი დღეს ამომრჩეველს რუსთავში შეხვდა. შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს  სამომავლო გეგმები გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება და იმ პრობლემებზე ისაუბრა,  რომლიც რუსთაველებს აწუხებთ. 

„გვეშველება მაშინ, როდესაც რუსთავი დაიბრუნებს სამრეწველო დედაქალაქის სტატუსს და აქ სრულად აღდგება მეტალურგიული, ქიმიური, სამშენებლო, ცემენტის და ის წარმოებები, რომელიც ინახავდა სრულიად საქართველოს, ამიერკავკასიას და საბჭოთა კავშირს," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

დღის ამბები