17 აპრილი 2024,   02:47
ვრცლად
ერდოღანი საუდის არაბეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჟურნალისტის მიერ შენობის დატოვების მტკიცებულება წარადგინოს

თურქეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჯამალ ხაშოგის მიერ საკონსულოს შენობის დატოვების მტკიცებულება წარადგინოს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ინციდენტი მათი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხდა და მომხდართან დაკავშირებით ვერ გაჩუმდებიან.

საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე პასუხის გაცემას მოითხოვს დონალდ ტრამპიც. 
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ის ჯამალ ხაშოგის შესახებ საუდის არაბეთის ხელისუფლებას უმაღლეს დონეზე ესაუბრა.

თურქეთის სპეცსამსახურის დასკვნით, ჟურნალისტი ორ ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

დღის ამბები