23 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
მამუკა ბახტაძის ხელმოწერა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა სიაში - "ძალა ერთობაშია"-ს ორი წევრი გამოკითხვაზე იმყოფება

მთავარ პროკურატურაში გაერთიანებული ოპოზიციის ორი წევრის გიორგი მაჭარაშვილის და ლაშა დიაროვის გამოკითხვა მიმდინარეობს.  „ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტებს ცესკო-ში წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბების ფაქტზე კითხავენ.

საუბარია  ცესკოში ნიკა მაჭუტაძის პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაზე, სადაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემებია დაფიქსირებული. 

ცესკოს ინფორმაციით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა კი სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. 

„ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტის ლაშა დიაროვის თქმით, შესაძლოა, რომ პრემიერის  გაყალბებული ხელმოწერა თავად ცესკოს მიერ იქნას გაკეთებული.

„ხელისუფლებას გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ არაფერი არ აქვს ხელჩასაჭიდი და ცდილობენ ამ თითიდან გამოწოვილი საქმის წამოტივტივებით კვირაში ერთხელ რაიმე ზიანი მიაყენონ ოპოზიციურ ძალას. ეს სიები რაზეც მე ბოლოს ვმუშაობდი ცესკომ ჩვეულებრივად გაატარა რეგისტრაციაში. მამუკა ბახტაძის შესახებ მე თვითონაც ტელევიზიით შევიტყვე. დეტალები არ ვიცი. იმ სიებზე რომელზეც საუბარია ბახტაძის გაყალბებული ხელმოწერაზე ჩემი აზრით შეიძლება ეს თვითონ ცესკოს მიერაც არის გაკეთებული არ გამოვრიცხავ,"-განაცხადა ლაშა დიაროვმა

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას.

დღის ამბები