16 ოქტომბერი 2018,   13:09
ვრცლად
65 ათას ლარზე მეტი საგანგებო დავალებათა ყოფილი ელჩის ოჯახისგან - არსებობს ეჭვი, რომ აბაშიძემ ზურაბიშვილის თანხა იმუნიტეტის ყიდვის სანაცვლოდ შესწირა

საპრეზიდენტო კანდიდატის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი საგანგებო დავალებათა ყოფილი ელჩი რუსლან აბაშიძე და მისი მეუღლეა. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატს ოჯახმა 65 ათას ლარზე მეტი შესწირა.

59 ათასი ფონდში აბაშიძემ, 6 ათასი კი მისმა მეუღლე, მოდელმა, თაკო ჩხეიძემ გადარიცხა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ამ ფულით აბაშიძემ იმუნიტეტის ყიდვა სცადა, რადგან უკვე რამდენიმე თვეა მასზე საქართველოს პროკურატურაში საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.

რუსლან აბაშიძის შემოწირულობის შესახებ ინფორმირებულია სალომე ზურაბიშვილი. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი ამტკიცებს, რომ მგავს მხარდაჭერას ელოდებოდა, რადგან აბაშიძე-ჩხეიძის ოჯახთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

რუსლან აბაშიძის იურისტი, დიმიტრი გაბუნია ამტკიცებს, რომ რუსლან აბაშიძის ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.

გაბუნია ადასტურებს, რომ აბაშიძეს მისმა ყოფილმა პარტნიორებმა კომპანია Tbilisi Hills Golf & Residences-ის მფლობელებმა უჩივლეს. ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი, რუსლან აბაშიძეს დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებს.

ოსინოვკის იურისტებმა დღეს განმარტეს, რატომ დაიწყეს დავა „ქართლი ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის მსხვილი შემომწირველის წინააღდეგ.

ოსინოვსკი Tbilisi Hills Golf & Residences-ს ყველაზე მსხვილი ინვესტორია და თელეთში, გოლფის მოედნის მშენებლობის პროექტში 1 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

რუსლან აბაშიძე და ოლეგ ოსინოვსკის შორის სასამართლო დავები სავარაუდოდ წლების განმავლობაში გაგრძელდება. ორშაბათს რუსლან აბაშიძის ინტერესების დამცველი პრესკონფერენციის გამართავს. დიმიტრი გაბუნია ბიზნესმენ ოლეგ ოსინოვსკის წინააღმდეგ პროკურატურაში მორიგი სარჩელის შეტანის შესახებ განაცხადს გააკეთებს.

დღის ამბები