17 დეკემბერი 2018,   07:58
ვრცლად
ზურაბიშვილი მედიის წინააღმდეგ - საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ჟურნალისტები საპროტესტო აქციებს დიდ ყურადღებას უთმობენ 

„ქართული ოცნების“ რჩეულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ოპონენტებთან ერთად, კვლავ მედია გააკრიტიკა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი ყველა საარჩევნო შეხვედრა ტარდება მცირე აქციების ფონზე, რომლებსაც მედია დიდ ყურადღებას უთმობს.

ზურაბიშვილმა ოპონენტებსაც მიმართა და მშვიდობიანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისკენ მოუწოდა.

„ყველგან იყო ეს 4-5 კაცი, რომლის გამოც მედიაში გადაცემები, რომ ძალიან დიდი საპროტესტო აქციები არის და დამახინჯება იმ შეხვედრების, რომლის შიგნით ტარდება სრულიად მშვიდობიანად. ტვ "პირველის" ვებ-გვერდზე ადამიანი გამოდის და ამბობს, რომ ეს არის შედეგი ამ მოწოდებების, გამოდის და ამბობს -„ამას ეხლა ხომ უნდა გამოჭრა მოღალატე ყელი და უყურო როგორ ჩაძაღლდება“ - ეს არის შედეგი ამ სიძულვილის ენის,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები