რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის მიერ თბილისში დაგეგმილ ე.წ. ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეხმაურება. დავით დონდუა ამბობს, რომ ფორუმი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერაა ორგანიზებული.
თუმცა მინისტრის მოადგილე აქვე განმარტავს, რომ რუსულ რბილ ძალასთან აქტიური ბრძოლაა საჭირო. დონდუას თქმით, აუცილებელია მიზანმიმართული მუშაობა საგარეო მიმართულებით.
„მსმენია, რომ ასეთ რაღაც ხდება მაგრამ ამას საქართველოს მთავრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამიტომ ამაზე ვერ გავაკეთებ შეფასებას. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული. ის რომ რუსული რბილი ძალა მუშაობს, მუშაობს მთელს მსოფლიოში არა მარტო საქართველოში. რა უნდა დავუპირისპიროთ - უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მიზანმიმართული მუშაობა ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით.
თანმიმდევრულად უნდა ვიმუშაოთ, რათა წინ ვიაროთ ჩვენს გზაზე, რასაც ჰქვია ინტეგრაცია,“-აცხადებს მიხეილ დონდუა.
რუსეთის მორიგი პროპაგანდისტული კამპანია და მორიგი ხმაურიანი შეხვედრისთვის მზადება თბილისში - ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაფინანსებით ტარდება.
რუსული სახელისუფლებო ფონდის ვებგვერდზე ფორუმის მიზნად, რუს და ქართველ ახალგაზრდების ურთიერთობისთვის საერთო სივრცის შექმნა სახელდება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება საქართველოში რუსული დიასპორის სტატუსის გაზრდის მექანიზმებიც.