23 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
"ამ ეტაპზე ბევრ შეკითხვას აჩენს... სასარგებლოდ რომ არ მუშაობს ეს სახელი ჩვენთვის, ცხადია" - რომან კაკულია ოთარ ფარცხალაძეზე 

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გამდიდრების გზები და შემოსავლების კანონიერება - საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ამბობს, რომ ფარცხალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და გავრცელებული ინფორმაციები, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

რომან კაკულიას თქმით, ამ ეტაპზე პოზიციის ჩამოყალიბება რთულია, თუმცა მისივე განცხადებით, ცხადია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის სახელი მმართველი გუნდისთვის სასარგებლოდ არ მუშაობს.

„ამ ადამიანის შესახებ იმდენი საუბარია, დასკვნები, რომ გააკეთო ან ყველაფერი უნდა იცოდე ან ჯობია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამ ეტაპზე ბევრ შეკითხვას აჩენს ზოგადად, მაგრამ ეს შეკითხვები რამდენად ლეგიტიმურია, რა არის ამ შეკითხვების უკან, ამომწურავი ინფორმაციის გარეშე ძნელია პოზიციის ჩამოყალიბება. სასარგებლოდ რომ არ მუშაობს ეს სახელი ჩვენთვის, ეს ცხადია,“-აცხადებს რომან კაკულია.  

ოთარ ფარცხალაძის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს მამუკა მდინარაძე.

 „წარმოდგენა არ მაქვს სად მუშაობს ოთარ ფარცხალაძე, გულწრფელად გეუბნებით,“-ამბობს მამუკა მდინარაძე.

ფარცხალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ყოფილი მთავარი ბრალმდებელის გამდიდრების წყარო ავიაცია გახდა და თან ქარხანა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვის გახსნილია და ჯერ პროდუქციის გაყიდვაც არ დაუწყია.

როგორც გაირკვა, ოთარ ფარცხალაძემ სოლიდური ანაზღაურება ქვეყანაში ინვესტორის შემოსაყვანად შუამავლობის სანაცვლოდ მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები