24 აპრილი 2024,   08:45
ვრცლად
"გავეცანი მის ნამოღვაწარს და ვიფიქრე, რომ გადავურიხავდი...დანაზოგი იყო ჩემი" - იოსებ მაკრახიძემ ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა

ორ დღეში თითქმის 354 ათას ლარი - ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის შემოწირულობა. აქედან 50 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილის კამპანიას გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გაიღო.

თუმცა იოსებ მაკრახიძე სექტემბერში, სანამ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს მხარს ღიად დაუჭერდა ამტკიცებდა, რომ მას პრეზიდენტობის კანდიდატის დასაფინანსებლად სახსრები არ ჰქონდა.

იოსებ მაკრახიძე გზების სამშენებლო კომპანია “იბოლიას” მეწილეა. მაკრახიძე
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველიც იყო.

„გავეცანი მთლიანად მის ნამოღვაწარს და ვიფიქრე, რომ გადავურიხავდი. მის კონკურენტებთან შედარებით ვიფიქრე, რომ იქნება წარმატებული.

განა შეიძლება ვინმეს თხოვნით ფული ჩაურიცხო? ჩემი სურვილი იყო და გადავურიცხე. ყოფილი ფირმა მქონდა, ვმუშაობდი და დანაზოგი იყო ჩემი,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის” წევრი იოსებ მაკრახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები