"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ხვდება. შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტია.
ოპოზიცია 2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით უკმაყოფილოა და ამტკიცებს, რომ მასში ისევე როგორც გასულ წელს ხალხის ინტერესი ასახული არ არის. მათივე თქმით, ბიუჯეტში გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები.
ბიუჯეტის განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილე უკვე შეხვდა საპარლამენტო უმცირესობას - დაგეგმილია შეხვედრა უმრავლესობასთანაც.
„ეს ბიუჯეტი არის დაუბალანსებელი, არის ბიუროკრატიული ბიუჯეტი. ფაქტობრივად არ მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, პირიქით უფრო იზრდება. იტყუებიან თითქოს საჯარო სექტორში დასაქმებულები მცირდება, სინამდვილეში ეს ხალხი გადაყვანილია სხვა სექტორში,“-აცხადებს რომან გოცირიძე.