ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შეაჯამა.
მისი თქმით, ერთ-ერთი ძირითად საკითხი რაც მხარეებმა განიხილეს ბოლო დროს გალისა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჩაშლილი შეხვედრები იყო.
დავით დონდუა იმედოვნებს, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მალე დაუბრუნდებიან.
ჟენევის მოლაპარაკებებზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემაც.