16 ოქტომბერი 2018,   02:31
ვრცლად
რუსეთი ოკუპანტია! - მედვედევის განკარგულებით შექმნილი ფონდის ფორუმი თბილისში აქციების ფონზე ჩაივლის

დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შექმნილი გორჩაკოვის ფონდის მიერ თბილისში დაგეგმილ ე.წ. ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი საპროტესტო აქციების ფონზე ჩაივლის.

დიპლომატთა ფორუმს დიდუბე პლაზა ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. დიდუბე პლაზასთან და სხვადასხვა ადგილებზე სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები და საპროტესტო გამოსვლები უკვე დაგეგმეს. მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველოს მტრებს კომფორტულად ქვეყნისთვის საზიანო თემების განხილვის უფლება არ ჰქონდეთ.

„ენით აღუწერელი სითავხედეა, რომ თბილისში აპირებენ ამ ფორუმის გაკეთებას. ჩამოდის საკმაოდ დიდი დელეგაცია მტერი ქვეყნიდან აუცილებლად დავხდებით, ჯერ აეროპორტში, სასტუმროსთან დავხვდებით, ზუსტად ვიცით სად არიან.

ყოველგვარი აგრესიისა და პროვოკაციის გარეშე და შევეცდებით, რომ მათ ეს ფორუმი არ ჩაატარონ“-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

დღის ამბები