ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა.
მათ სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საქართველოს ყალბი ბინადრობისა და მართვის მოწმობა დაამზადეს.
საბუთები თურქეთის მოქალაქეს ათას 600 დოლარად მიჰყიდეს. გამოძიება თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.