შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, უწყებაში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხებიც განიხილეს.
გიორგი გახარიამ და ჯორჯ კენტმა, ასევე, ისაუბრეს სახმელეთო საზღვრისა და სანაპირო დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
ძალოვანი უწყების პირველ პირთან შეხვედრამდე ჯორჯ კენი საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვედრა. დავით ზალკალიანმა მას საგარეო უწყებაში უმასპინძლა.