18 დეკემბერი 2018,   16:06
ვრცლად
დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარებული დისიდენტის შესახებ ოფიციალურ ანგარიშს ელის

დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარებული დისიდენტის შესახებ ოფიციალურ ანგარიშს ელის. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონმა უკვე გაგზავნა საგამოძიებო ჯგუფი სტამბოლში.

პარალელურად ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, თურქულმა მხარემ მოიპოვა საკონსულოს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ დისიდენტი მოკლულია.

თურქული მედია კი ასახელებს იმ 15 პირის ვინაობას, რომლებიც ელ რიადიდან სტამბოლში ჟურნალისტის გაუჩინარების დღეს ჩავიდნენ და საკონსულოშიც მივიდნენ. მათ წინააღმდეგ თურქეთი გამოძიებას უკვე აწარმოებს. ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს შევიდა და შენობიდან გამოსული აღარავის უნახავს. საუდის არაბეთი დისიდენტის გაუჩინარებასთან კავშირს ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები