20 აპრილი 2024,   04:20
ვრცლად
ანკარამ და ვაშინგტონმა ამერიკელი პასტორის განთავისუფლების შესახებ საიდუმლო შეთანხმებას მიაღწიეს

ანკარამ და ვაშინგტონმა ამერიკელი პასტორის გათავისუფლების შესახებ საიდუმლო შეთანხმებას მიაღწიეს. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, გარიგების თანახმად თურქეთის ხელისუფლება ენდრიუ ბრანსონს სასამართლო განხილვის შემდეგ გაათავისუფლებს, რის შემდეგაც მას შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალებასაც მისცემენ.

მედიის ცნობით, პასტორის გათავისუფლების სანაცვლოდ ვაშინგტონი ანკარაზე ეკონომიკურ ზეწოლას შეასუსტებს.

ინფორმაციას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ენდრიუ ბრანსონი უდანაშაულოა და იმედი აქვთ, რომ პასტორს დღევანდელი პროცესის შემდეგ გაათავისუფლებენ.

ენდრიუ ბრანსონი 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს. ამერიკელ სასულიერო პირს ანკარა ჯაშუშობისა და ფეთჰულა გიულენან კავშირში ადანაშაულებს.

დღის ამბები