19 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
ფარცხალაძე ივანიშვილის მოურავია და გასამრჯელოს ამაში იღებს - სალომე სამადაშვილი ყოფილ მთავარ პროკურორს ადვოკატის შეცვლას ურჩევს

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის განცხადება, რომ ოთარ ფარცხალაძემ სოლიდური შემოსავლები ახლადგახსნილი საავიაციო ქარხნიდან მიიღო, ოპოზიციისთვის დამაჯერებელი არ არის.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სისულელეს უწოდებენ ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებას, რომ ოთარ ფარცხალაძის გამდიდრების წყარო ის ქარხანაა, რომელსაც ჯერ პროდუქციის გაყიდვაც კი არ დაუწყია.

ოპოზიცია საგამოძიებო უწყებებს სთხოვს ობიექტურად გამოიძიონ, როგორ იშოვა ფარცხალაძემ მილიონები.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერებითა და განცხადებები ფაქტი ხდება, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ბიძინა ივანიშვილის კარზე „მომგვარებელია“ და გასამრჯელოს სწორედ ამაში იღებს.

"ის, რომ ფარცხალაძეს არ უშოვია საკუთარი შემოსავალი კანონიერი გზით - ეს მე მგონი, ეს ესმის ყველას.

მას უბრალოდ ვურჩევდი, რომ უკეთესი იურისტი დაიქირავოს, იმიტომ რომ ის სულელური ვერსიები, რომელიც მოუთხრო მან საზოგადოებას მაშინვე არ იყო დამაჯერებელი.

ჩვენი სახელმწიფო დღეს იმართება არაფორმალურად არაფორმალური გარიგებების არაფორმალური შეთანხმებების გზით.

ფარცხალაძე არის ასეთი მომგვარებელი, შუამავალი ბიძინა ივანიშვილსა და სხვადასხვა მოთამაშეებს შორის და ამაში იღებს შესაბამის გასამრჯელოს - ეს არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური ერთ-ერთი მოურავი,"-ამბობს სამადაშვილი.

დღის ამბები