ფლორიდაში შტატის სანაპირო ზონას ქარიშხალმა "მაიკლმა" გადაუარა. სტიქიამ რამდენიმე ქალაქი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა. მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
დანგრეულია შენობები, წაქცეულია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. მეტეოროლოგების განცხადებით, ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევდა. ტალღების სიმაღლემ კი 5 მეტრს გადააჭარბა.
350 ათასამდე ადგილობრივი "მონსტრი- ქარიშხლის" მოახლოების შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული, თუმცა ათობით ადამიანი ევაკუაციის ბრძანებას არ დაემორჩილა.
ქარიშხალმა "მაიკლმა" ფლორიდამდე ჯორჯიას და ვირჯინიის შტატებსაც გადაუარა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ უკვე 7 ადამიანი იმსხვერპლა.