16 ოქტომბერი 2018,   02:31
ვრცლად
"სრულიად ნორმალურია და საჭირო, რომ აუდიტმა თავის მოვალეობა შეასრულოს" - სალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძის შემოსავალზე 

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გამდიდრებასა და ფულის შოვნის გზებზე საუბარს თავს არიდებს მმართველი გუნდის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

მისი თქმით,  საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაშია ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლის რეალური წყაროს დადგენა და მას ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვების გამოთქმა სწორად არ მიაჩნია.

"ვერ გეტყვით პროკურატურა რითი ინტერესდება, გამოძიება როგორ მიმდინარეობს - ეს არის პროკურატურისა და გამოძიების საქმე.

სრულიად ნორმალურია და საჭირო, რომ აუდიტმა თავის მოვალეობა შეასრულოს და ველოდებით მის დასკვნებს,“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძემ სოლიდური შემოსავლები ახლადგახსნილი საავიაციო ქარხნიდან მიიღო. თუმცა სააქციო საზოგადოება „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიების“ დირექტორი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე მათთან არ მუშაობს.

ქარხანა, რომელზეც ფარცხალაძის ადვოკატმა ისაუბრა, 10 მაისს გაიხსნა, ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობს, პროდუქცია არ გაუყიდია და არც შემოსავალი მიუღია.

ამავე თემაზე
დღის ამბები