18 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
ამერიკულ მხარეს აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ - გრიგოლ ვაშაძე ჯორჯ კენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ჯორჯ კენტს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამას გაეცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

ვაშაძის თქმით, შეხვედრის დროს თავად ამერიკული მხარის პოზიციაც გაარკვიეს რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების შესახებ.

საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯ კენტს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პრობლემებზე ესაუბრა.

„გასაგები არის, რომ ამერიკულ მხარეს აინტერესებდა ჩვენი პროგრამა, ჩვენი შეხედულება, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და რა გეგმები გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ. ჩვენ გვაინტერესებდა, რას ფიქრობს ამერიკული მხარე რეგიონალურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო ურთიერთობაზე, რაც შეეხება საქართველოს და მის მეზობლებს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები