19 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
"ფარცხალაძე, მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, ჩუბინიშვილი და რა თქმა უნდა, პარტაიგენოსე ივანიშვილი - აი, ვინ არის ხელისუფლება" - ვაშაძე ფარცხალაძის გამდიდრების მიზეზებზე საუბრობს 

ოთარ ფარცხალაძის მილიონების წყარო და გამდიდრების საიდუმლო - ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ ტოტალურ კორუფციაზე საუბრობს და საგანგებო უწყებებს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყველა კითხვას პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს.

გუშინ, მთავარი ბრალმდებლის პოსტიდან გადაყენებული ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გამდიდრების წყაროდ საავიაციო ქარხანა დაასახელა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვის გახსნილია და ჯერ პროდუქციის გაყიდვაც არ დაუწყია.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კი აცხადებს, რომ ფარცხალაძეს ხელს არც პროკურატურა აფარებს და არც რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი, რადგან ფარცხალაძე, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი სწორედ ის პირები არიან, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ.

„ჩვენ ერთმანეთს თვეზე მეტია ვაძლევთ შეკითხვებს, რომელზეც პასუხი იცის პირველ კლასელმაც კი ხელისუფლება ატერორებს ბიზნესს. ხელისუფლება ატერორებს თავისუფალ მედიას და ჩვენ ერთმანეთს ვეკითხებით ვინ აფარებს ფარცხალაძე სახელსო.  ფარცხალაძე ხელს აფარებს თავის თავს იმიტომ რომ ფარცხალაძეა ხელისუფლება. აი ისინი ვინც პრემიერ მინისტრს ეძახიან თავის თავს გენერალურ პროკურორს, ეს ხალხი კი არ არის ხელისუფლება ფარცხალაძე, უჩა მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, ჩუბინიშვილი და  რა თქმა უნდა, პარტაიგენოსე ივანიშვილი - აი, ვინ არის ხელისუფლება და რა თქმა უნდა, თავის თავს დააფარებენ ხელს აბა რას იზამენ?,“-ამბობს ვაშაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები