23 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
კვლავ არის გაბერილი სახელმწიფო ბიუროკრატია - რომან გოცირიძე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე

„კვლავ არის გაბერილი სახელმწიფო ბიუროკრატია, იზრდება და იზრდება ჩინოვნიკების ფუფუნების ხარჯები, მანქანები, მივლინებები,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას გააკეთა.

რომან გოცირიძე ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი კლებულობს, სიმართლეს არ შეესაბამება. დეპუტატის განცხადებით, ისინი სხვადასხვა უწყებებში შტატგარეშე თანამშრომლებად ნაწილდებიან

„იტყუებიან, რომ კლებულობს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 1500 კაცით, პირიქით, იზრდება, ვინაიდან უამრავი ადამიანი გადაიყვანეს შტატგარეშე მოსამსახურეებად გამომდინარე ახალი კანონიდან“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აცნობს.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები