25 აპრილი 2024,   17:04
ვრცლად
2019 წლის ბიუჯეტი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი, გიორგი კაკაურიძემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გააცნო.

გიორგი კაკაურიძის თქმით, იგეგმება მიმდინარე ხარჯების შემცირება და ამ რესურსის ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ მიმართვა.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გასულ წელს განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად 100 მილიონი დაიზოგა.

გიორგი კაკაურიძემ ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ ბიუროკრატიული ხარჯები არ მცირდება. კაკაურიძის თქმით, რომ გაზრდილი ბიუჯეტი პოლიციელებისთვის ხელფასის 250 ლარით მატებას უკავშირდება.

„2017 წელს იმხელა მასშტაბის ოპტიმიზაცია განხორციელდა, რამაც დაახლოებით 100 მილიონი ლარის დაზოგვა განახორციელა შრომის ანაზღაურების ნაწილში, ეს ეხება როგორც შტატგარეშეებს, ასევე შტატში დასაქმებულ ადამიანებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელზეც დაფუძნებულია სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა, ეს არის მიმდინარე ხარჯების შემცირება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და რესურსის მიმართვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები