13 დეკემბერი 2018,   20:56
ვრცლად
ათენში 24 წლის ქართველი გოგონა, სავარაუდოდ, გაგუდვის შედეგად გარდაიცვალა 

ათენში 24 წლის ქართველი გოგონა, სავარაუდოდ, გაგუდვის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს კონსულმა საბერძნეთსა და სერბეთში, გალაქტიონ პაიჭაძემ გააკეთა.

მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დასკვნა ორშაბათამდე გახდება ცნობილი.

„პირველი შეხედულებით, ეს ადამიანი არის ჰაერის უკმარისობით, გაგუდვით არის გარდაცვლილი. გადასვენებულია ერთ-ერთი სასაფლაოს პროზექტურაში და ბავშვი ნორმალურად არის, საავადმყოფოშია, ჯანმრთელობას არ ემუქრება არავითარი საშიშროება,“ - განაცხადა საქართველოს კონსულმა საბერძნეთსა და სერბეთში, გალაქტიონ პაიჭაძემ.

ათენში 24 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი დღეს იპოვეს. მას ორი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილი შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა, მისი მეუღლე კი პატიმარია.

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში ცხოვრობს გოგონას დედაც. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები.

დღის ამბები