19 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
საჭიროა, შედგეს იმ სახელმწიფო მოხელეების საზოგადოებრივი რეესტრი, რომლებიც ჩართულნი არიან გაყალბების პროცესში - ნათელაშვილი

"სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია მიდის, მცდელობა მიდის და ეს მცდელობა უნდა ჩავაგდოთ ერთობლივი ძალებით მთელმა ქვეყანამ,“- ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას , რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას ეხება.

ნათელაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, შეიქმნას სახელმწიფო მოხელეების რეესტრი, რომლებიც გაყალბების პროცესში არიან ჩართული.

„საჭიროა შედგეს საზოგადოებრივი რეესტრი იმ სახელმწიფო მოხელეებისა, რომლებიც ჩართულნი არიან გაყალბების პროცესში, მათ შემდგომ უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით თანამშრომლებს გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემი უნდა მიუთითოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები