13 დეკემბერი 2018,   20:55
ვრცლად
სპეციალური უბნები - თავდაცვის სამინისტროში დიმიტრი შაშკინის ბრალდებებს პასუხობენ 

თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების საინფორმაციო ურთიერთობის ოფიცერმა, 
საარჩევნო სპეცუბნებთან და ჯარის შეიარაღებასთან დაკავშირებით ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრალდებას უპასუხა.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის, არჩილ ომიაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადება, რომ 28 ოქტომბერს სამხედრო პირებს არჩევანის უფლება არ ექნებათ, მცდარია და შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ემსახურება.

იზორიას უწყებაში ამბობენ, რომ ყოფილი მინისტრის ბრალდებები აბსურდულია და თავდაცვის სამინისტრო არაპოლიტიზირებული უწყებაა.

„თითქმის ყველა პარტია, ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაცია თვლიდა აღნიშნული ტიპის უბნებს ინსტრუმენტად ბერკეტად არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და სპეციალური უბნები გაუქმდა მთელ შეიარაღებულ ძალებში გარდა ავღანეთისა. გადასროლის ოპერაცია დასრულებულია და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემის უზრუნველყოფა განხორციელდება ორ ლოკაციაზე: ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ბაზა მარმალზე. ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით,“ - განაცხადა შეიარაღებული ძალების საინფორმაციო ურთიერთობის ოფიცერმა.

დღის ამბები