19 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
დავით ზალკალიანის თქმით, ათენში გარდაცვლილი 24 წლის გოგოს გადმოსვენებაში, ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ათენში 24 წლის გოგონას გარდაცვალებას ეხმაურება, რომელიც სავარაუდოდ, წამებით მოკლეს.

დავით ზალკალიანის თქმით, ოჯახი უკვე ინფორმირებულია. მინისტრის განცხადებით, საკონსულო ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

დავით ზალკალიანის აცხადებს, რომ თუ ოჯახი ახალგაზრდა ქალის გადმოსვენებას მოისურვებს, სახელმწიფო მათ დაეხმარებათ.

„საელჩო და კერძოდ კონსული, აქტიურად ურთიერთობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ოჯახი ინფორმირებულია, გარდაცვლილის დედა იმყოფებოდა საელჩოში კონსულთან და ბუნებრივია, ჩვენ ყველა იმ პროცედურაში ვართ და ვიქნებით მომავალში ჩართული იმისთვის, რომ თუკი ოჯახი მოისურვებს მის გადმოსვენებას, რომ ეს მოხდეს უპრობლემოდ და რაც შეიძლება ოპერატიულად,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

საბერძნეთში, ქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები